– გუშინ ჩემი ხმა ვერ მოგწვდათ, ხან დაგვიპატიმრეს სცენა, ხან გადაგვიჭრეს მიკროფონები – არაჩვეულებრივი განწყობაა პროტესტის 25 დღეს, ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი ძალა, ეს ძალა აშინებს ზოგს

ჩვენი გუშინდელი შეხვედრა ვერ შედგა ისე, როგორც მინდოდა, ჩემი ხმა ვერ მოგწვდათ თქვენ. ხან დაგვიპატიმრეს სცენა, ხან გადაგვიჭრეს მიკროფონები , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გაუგებარია, რატომ ეშინოდათ მისი „ხმის“ ან მისი აქციაზე დგომის, რადგან საუბრის გარდა არაფერი იყო დაგეგმილი.
„მოგესალმებით ამ მშვიდი, ორბელიანების სახლის გარემოდან. გუშინდელი ჩვენი შეხვედრა ვერ შედგა ისე, როგორც მინდოდა, თუმცა თქვენ იყავით მოსული ძალიან მრავლად და იყო არაჩვეულებრივი განწყობაც, მაგრამ ჩემი ხმა ვერ მოგწვდათ თქვენ. ხან დაგვიპატიმრეს სცენა, ხან გადაგვიჭრეს მიკროფონები და ა.შ. გადავწყვიტე, რომ იმათთვის, ვინც ვერ გაიგო სიტყვის თუნდაც პირველი ნახევარი, დავუბრუნდე რამდენიმე თემას და გავაგრძელო იმაზე, საუბარი, რაც საერთოდ ვერავინ ვერ გაიგო გუშინდელი ჩემი სიტყვიდან.
პირველ რიგში მე მინდა გითხრათ, რომ მართლაც არაჩვეულებრივი განწყობაა პროტესტის ამ 25 დღეს. მრავალი მარში ასახავს მართლაც მთელს ქვეყანას, ყველა რეგიონს, საზოგადოების ყველა სეგმენტს და ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი ძალა. ცხადია, რომ ეს ძალიან დიდი ძალა აშინებს ზოგს. თუმცა არაფერი საშიში არ იყო გუშინ. მე ვნახე სხვადასხვა ფორმის პოლიციელების ძალიან დიდი რაოდენობა თავისუფლების მოედანზე და ვერ გავიგე რისი ეშინოდათ. რატომ ეშინოდათ ჩემი ხმის, ჩემი დგომის და თქვენი დგომის, კიდევ რისი ეშინოდათ არ ვიცი. ჩვენ არაფერს სხვას არ ვაპირებდით თუ არა ერთმანეთთან საუბარს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – „ოცნება“ დღეს იმყოფება „ცივი ომის“ ფაზაში, არა მარტო გარე სამყაროსთან, არამედ საკუთარ მოსახლეობასთანაც – იმედის ნაპერწკალს ვიტოვებ, პროცესები მმართველ ძალას მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ურთიერთობა აუცილებელია

ნუგზარ წიკლაური – დღეს ადამიანი წყევლისთვის დაიჭირეს, როცა ასეთი ვითარებაა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“, დავიტოვოთ იმედი, რომ ვინმე რაღაცას შეაგონებს „ქართულ ოცნებას“ – ვიქტორ ყიფიანი იყო ივანიშვილის თანამშრომელი, დავაკვირდეთ, რა პოზიციებს ჩამოაყალიბებს