ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი გიტანას ნაუსედას შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი გიტანას ნაუსედას შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, ვილნიუსში ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა ,,ქართული ოცნების“ მზარდ, რეპრესიულ პოლიტიკას სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი და კრიტიკული მედიისა და პოლიტიკური სუბიექტების მიმართ.
„შეხვედრისას საუბარი ასევე, შეეხო რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს.
სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში ახალი არჩევნების მნიშვნელობას, რომელიც მოსახლეობის მოთხოვნასა და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ მშვიდობიან გზას წარმოადგენს.
საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუველ კოლეგასთან საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის ერთიან პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.