,,სალომე ზურაბიშვილი გახდა ნაცმოძრაობის და ნიკა გვარამიას თოჯინა“ – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა:
,,ძალიან სამწუხაროა ერთი ამბავი, რომ თავად სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ დავალებების მიმღებების საერთო ქვაბში იხარშება, სამწუხაროდ და ცოტა მძიმეა ამის თქმა, მაგრამ გახდა ნაცმოძრაობის და ნიკა გვარამიას თოჯინა. ადამიანი, რომელიც გუშინ რეზიდენტს უწოდებდა, გახდა მისი დავალების მომცემი, ანუ დავალების მიმღებისგან იღებს დავალებებს წარმოიდგინეთ, მესამე რგოლია დავალების მიმღებთა შორის. „ნაცმოძრაობისგან“ და ნიკა გვარამიასგან იღებს დავალებებს და მათი თოჯინა გახდა, ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ფორმალურად იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას“

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)