ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრს პრიტი პატელს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრს პრიტი პატელს შეხვდა

ვარშავაში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პოლონეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრს, ჩრდილოვან საგარეო საქმეთა მდივანს, პრიტი პატელს შეხვდა.
სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრისას განიხილეს საქართველოში „არსებული პოლიტიკური კრიზისი და ევროპული ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მხარდაჭერის აუცილებლობა“.
„როგორც გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრმა განაცხადა, ბრიტანეთმა ქართველი ხალხის მიმართ აბსოლუტური მორალური მხარდაჭერა უნდა უზრუნველყოს, საჭიროა დაისაჯონ ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩაგვრასა და რეპრესიებზე, მათ შორის, სახელობითად დასახელებითა და პერსონალური სანქციების გამოყენებით”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.