– გადაწყვეტილება, რომელიც ეხება აეროპორტს, ოჩამჩირეს, არის არალეგიტიმური – ეს არის ჩვენი მიწები, ჩვენი აეროპორტი, ჩვენი პორტი და არის ჩვენი დასაცავი

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემა არის არალეგიტიმური, არალეგალური და ხალხის ნების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ეს ჩვენი მიწებია, რომელიც ჩვენი დასაცავია.
“ეს გადაწყვეტილება, როგორც ყველა სხვა გადაწყვეტილება, რომელიც ეხება აეროპორტს, რომელიც ეხება ოჩამჩირეს, არის არალეგიტიმური, არალეგალური და ხალხის ნების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის ჩვენი მიწები, ჩვენი აეროპორტი, ჩვენი პორტი, ყველასი ერთად და ამიტომ ეს არის ჩვენი დასაცავი. ჩვენი დაცვა არის საერთაშორისო არენაზე, რომ იქ ყოველდღიურად, ყოველთვის გავაპროტესტოთ, რომ ეს არალეგიტიმური ნაბიჯები არ გახდეს რაღაცა დე-ფაქტო ნაბიჯები,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი შესაძლოა, 28 დეკემბერს განიხილოს.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა