“სალომე ზურაბიშვილი აღარაა საინტერესო, შესაბამისად მის ამ აქტივობებზეც არ მინდა განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება“ – კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შესახებ.

“სალომე ზურაბიშვილი აღარაა საინტერესო. პრეზიდენტის თანამდებობაზე მას ორი კვირაც აღარ აქვს დარჩენილი. 29 დეკემბრიდან მთლიანად დაკარგავს აქტუალობას. შესაბამისად, მის ამ აქტივობებზეც არ მინდა განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება“,– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მან ევროპარლამენტარებს საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მიაწოდა ინფორმაცია.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის – ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან – ყვითელი პრესის მეთოდებამდე