სალომე ზურაბიშვილი: არ გამოვრიცხავ, რომ მაკრონს ივანიშვილზე ხელი ჩაექნია – მეორე ზარი არ ყოფილა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი “ბათუმელებისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ემანუელ მაკრონსა და ბიძინა ივანიშვილს შორის 2024 წლის 11 დეკემბრის შემდეგ სატელეფონო საუბარი აღარ შემდგარა.

“არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილზე ხელი ჩაექნია” – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

მის მაგივრად ვერ ვისაუბრებ, თუმცა რამდენიმე დღის წინ შევხვდი ჩემი ამერიკაში ყოფნის შემდგომ. საქართველოზე ხელი არ ჩაუქნევია, არც პოლიტიკურ პატიმრებზე, დემოკრატიაზე. მან არაერთი განცხადება გააკეთა. არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილზე ხელი ჩაექნია, მაგრამ ჩემი სათქმელი ეს არ არის. მეორე ზარი არ ყოფილა აქამდე. არ ვიცი, რამდენად აპირებს”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე