არქივი26 დეკემბერი, 2024, 12:39
სალომე ზურაბიშვილი - არც თუ ისე ბევრი ქვეყანაა, რომელსაც თავისი ევროპული მომავლისთვის ყველა ეროვნული უმცირესობის ერთ მარშში გაერთიანება შეუძლია

პროტესტი საქართველოში: არც თუ ისე ბევრი ქვეყანაა, რომლებსაც თავიანთი ევროპული მომავლისთვის ყველა ეროვნული უმცირესობის ერთ მარშში გაერთიანება შეუძლიათ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„საპროტესტო აქციები ერთთვიან ნიშნულს უახლოვდება, მოქალაქეები მნიშვნელოვან ცვლილებებს ითხოვენ, - აცხადებს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, დღეს თბილისში ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი მოქალაქეები საპროტესტო მარშს გეგმავენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.