სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გზავნილები წინააღმდეგობაშია მთავრობის ხედვასთან და ერთი-ერთში ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის ნარატივს

სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გზავნილები წინააღმდეგობაშია მთავრობის ხედვასთან და ერთი-ერთში ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის ნარატივს
პრეზიდენტის პოლიტიკური გზავნილები სრულიად წინააღმდეგობაშია მთავრობის ხედვასთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის ნაწილში და სრულიად თანხვედრაშია რადიკალური კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების ხედვასთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან არაკონსტიტუციური ქმედებები აღარ აკვირვებს.
„სალომე ზურაბიშვილის მხრიდან არაკონსტიტუციური ქმედებები უკვე აღარ მიკვირს, რადგან, საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებითაც კი, მან უკვე არაკონსტიტუციური ქმედებები ჩაიდინა და ამას აგრძელებს. პრეზიდენტს მთავრობის მხრიდან თანხმობა არ ექნება და არც ეს არის გასაკვირი, რადგან მისი პოლიტიკური გზავნილები სრულიად წინააღმდეგობაშია მთავრობის ხედვასთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის ნაწილში და სრულიად თანხვედრაშია რადიკალური კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების ხედვასთან. როცა სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ტრიბუნიდან საუბრობდა, წარმოდგენა მქონდა, რომ ოპოზიციის რომელიღაც წარმომადგენელი საუბრობდა, რადგან სრულიად დაცლილია სახელმწიფოებრივი ხედვისაგან და ერთი-ერთში ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის ნარატივს. არ მიკვირს მისი ასეთი ქმედებები და, სავარაუდოდ, ასე გააგრძელებს პრეზიდენტობის განმავლობაში“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს