ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,,სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება ეს არის უბრალოდ არასერიოზული, ძალიან მძიმე პროვოკაცია და სპეკულაცია“ – ირაკლი კობახიძე

პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს;
„ყველას ძალიან კარგად მოეხსენება, რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავება, ჩვენ შარშან ხელი მოვაწერეთ ჩინეთთან სტრატეგიულიპ არტნიორობის შეთანხმებას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის როგორც პოლიტიკური ასპექტი, ისე ეკონომიკური. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მდებარეობა. ჩვენი ქვეყანა ისტორიულად აკავშირებდა ერთმანეთს ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს. მაქსიმალურად რომ აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული დაკავშირების ფუნქცია, პრინციპულად მნიშვნელოვანია, განვითარდეს ჩვენი სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთთან და ბუნებრივია, ანაკლიის პროექტის განხორციელება ჩინელ პარტნიორებთან ერთად, ამ ამოცანის შესრულებას თვისებრივად გაგვიიოლებს. ასეთ დროს, როცა სალომე ზურაბიშვილისგან კეთდება განცხადებები ამ პროექტში ჩინეთის ჩართულობის წინააღმდეგ, ეს არის უბრალოდ არასერიოზული, ძალიან მძიმე პროვოკაცია და სპეკულაცია“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.