სალომე ზურაბიშვილის განცხადებით შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატი ახალი არჩევნების მომზადება იქნება

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც ახალი არჩევნების მომზადება იქნება.
პრეზიდენტ ზურაბიშვლის თქმით, მზადდება დოკუმენტიც, რომელშიც არჩევნების ძალიან მალე ჩატარებისთვის მინიმალური პირობები იქნება წარმოდგენილი.
ზურაბიშვილის განცხადებით, ახალი არჩევნებისთვის ალბათ, „გამოჩნდებიან ახალი ძალებიც და ამ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად“.
„შეიქმნება საბჭო იმისათვის, რომ ვმართოთ ეს პერიოდი. საბჭოს მანდატი იქნება ერთი და მხოლოდ ერთი, ეს იქნება ახალი არჩევნების მომზადება. უკვე მზადდება და ალბათ, ხვალ უკვე მზად იქნება დოკუმენტი, რომელიც აღწერს ყველა იმ პირობას, რომელიც არის მინიმალური იმისათვის, რომ ჩატარდეს ძალიან მალე . შემდეგ იქნება მუშაობა იმისათვის, რომ ყველა კუთხით და შესაძლო მიმართულებით მოვემზადოთ. ეს ახალი იქნება ნამდვილად ახალი არჩევნები და ალბათ, გამოჩნდებიან ახალი ძალები და ამ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – „ოცნება“ დღეს იმყოფება „ცივი ომის“ ფაზაში, არა მარტო გარე სამყაროსთან, არამედ საკუთარ მოსახლეობასთანაც – იმედის ნაპერწკალს ვიტოვებ, პროცესები მმართველ ძალას მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ურთიერთობა აუცილებელია

ნუგზარ წიკლაური – დღეს ადამიანი წყევლისთვის დაიჭირეს, როცა ასეთი ვითარებაა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“, დავიტოვოთ იმედი, რომ ვინმე რაღაცას შეაგონებს „ქართულ ოცნებას“ – ვიქტორ ყიფიანი იყო ივანიშვილის თანამშრომელი, დავაკვირდეთ, რა პოზიციებს ჩამოაყალიბებს