33 წლის გარემარბმა მოჰამედ სალაჰმა გამოაცხადა, რომ სეზონის ბოლოს „ლივერპულს“ დატოვებს.
„სალაჰი“ „ლივერპულის“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს. მან მერდისაიდულ გუნდში 435 მატჩში 255 გოლი გაიტანა და 122 საგოლე გადაცემა გააკეთა და 9 ტიტული მოიგო, მათ შორის ორჯერ პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა.
„ეგვიპტელს“ „წითლებთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 10 მილიონი ევროა.
