ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალაჰი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

სალაჰი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

"ლივერპულის" შემტევი მოჰამედ სალაჰი კარიერას საუდის არაბეთის პროლიგაში გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ეგვიპტელი და "მერსისაიდელთა" ხელმძღვანელები ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებსაც კი არ გამართავენ.
გამოცემის ინფორმაციით, სალაჰის დამატებით 4 არაბული კლუბი - "ალ იტიჰადი", "ალ ნასრი", "ალ ჰილალი" და "ალ აჰლი" ინტერესდებიან, ჯერჯერობით უცნობია, რომელ გუნდზე შეაჩერებს არჩევანს 32 წლის შემტევი.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში სალაჰმა "ლივერპულის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 28 მატჩი გამართა, თავი 21 გატანილი გოლითა და 17 საგოლე პასით გამოიჩინა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.