საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric

„პორშემ“ პეკინის 2026 წლის ავტოგამოფენაზე ახალი Cayenne Coupé Electric წარმოადგინა – ავტომობილი, რომელიც მძლავრ პროპორციებს არაჩვეულებრივ ელექტროშესაძლებლობებთან აერთიანებს და რომელიც ბრენდის საკულტო მოდელის, 911-ის, დამახასიათებელი ფორმისა დამისი Flyline-სახურავის ინსპირაციით შეიქმნა. როგორც ვიზუალურად, ისე ტექნიკურად Cayenne Coupe თავის სეგმენტში ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ და სპორტულ SUV-ად მიიჩნევა. თავდაპირველად ახალთახალი მოდელის 3 ვერსიაა ხელმისაწვდომი.

  • ემოციური დიზაინი 911-ის დახრილი სახურავით
  • 3 მოდელი 850 კვ-მდე (1 156 ცხენის ძალა) სიმძლავრით
  • ელექტროენერგიის საშუალო ხარჯი: 22,0-20,0 კვ.სთ/100 კმ-ზე
  • გაუმჯობესებული აეროდინამიკა 0,23 cW-კოეფიციენტით

 

Cayenne Coupé-ს ახალი მოდელების ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი დიდი სიმძლავრის ვიზუალური დემონსტრირებისა და 911-ის საკულტო ფორმის უნიკალური შერწყმაა – იმ ფორმის, რომელიც ულამაზესი, დახრილი სახურავით გამოირჩევა და რომელსაც „პორშეში“ Flyline-ს უწოდებენ. საქარე მინაც კუპესთვის დამახასიათებელ სტილშია შესრულებული.

„სახურავის დამრეცად დახრილი ხაზი ათლეტურობას შესანიშნავად გამოხატავს და Cayenne Coupé-ს განსაკუთრებულ დინამიკურობას ანიჭებს“, – აცხადებს ექსტერიერის დიზაინის ხელმძღვანელი თომას შტოპკა.

ადაპტირებადი უკანა სპოილერი ამ თვალშისაცემი, დახვეწილი ფორმის ჰარმონიული გაგრძელება და დასასრულია. ეს არის თანამედროვე, ცხადი ოპტიკა, რომლითაც ახალი მოდელის მთავარი დიზაინერი ყველაზე მეტად ამაყობს: „მკაფიოდ შესრულებული ხაზები, განიერი პროპორციები და შავი ფერის ჩანართები ქმნის დიზაინს, რომელიც თითოეულ დეტალში სპორტულობას ასხივებს. ახალი Cayenne Coupé Electric ექსტროვერტია, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად პოზიციონირებს, როგორც სპორტული SUV“, – ესეც თომას შტოპკას სიტყვებია.

სწორედ ამ ფორმის დამსახურებით, Cayenne Coupé Electric-ის შემთხვევაში, ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილის რესურსი 18 კილომეტრითაა გაზრდილი – 669 კილომეტრამდე.

3 ვერსია გაყიდვების სტარტზე

Cayenne Electric-ის Coupé-ვერსიებში SUV-ს იდენტური ამძრავებია ხელმისაწვდომი. უკვე შესაძლებელია შემდეგი ვერსიების შეკვეთა:

Cayenne Coupé Electric 300 კვ (408 ცხენის ძალა), ოვერბუსტ-სიმძლავრე Launch Control-ით 325 კვ (442 ცხენის ძალა), 0-100 კმ/სთ 4.8 წამში, მაქსიმალური სისწრაფე: 230 კმ/სთ.

Cayenne S Coupé Electric 400 კვ (544 ცხენის ძალა), ოვერბუსტ-სიმძლავრე Launch Control-ით 490 კვ (666 ცხენის ძალა), 0-100 კმ/სთ 3.8 წამში, მაქსიმალური სისწრაფე: 250 კმ/სთ.

Cayenne Turbo Coupé Electric 630 კვ (857 ცხენის ძალა), ოვერბუსტ-სიმძლავრე Launch Control-ით 850 კვ (1 156 ცხენის ძალა), 0-100 კმ/სთ 2.5 წამში, მაქსიმალური სისწრაფე: 260 კმ/სთ.

ავტომობილი სავალი ნაწილის მხრივაც SUV-ვერსიების შესაბამისია. Coupé-ს სერიულად მოჰყვება ადაპტირებადი პნევმატიკური დაკიდება Porsche Active Suspension Management-თან (PASM) ერთად.

800-ვოლტიანი ტექნოლოგიის დამსახურებით Cayenne Coupé Electric შესაბამის DC სწრაფ დამტენზე 390-მდე კვ.სთ სიმძლავრით იმუხტება, სპეციფიკურ გარემოში კი 400 კვ.სთ-საც აღწევს. სერიული On-Board-დამტენით კი AC-დამუხტვის სიმძლავრე 11 კილოვატამდეა და დამატებითი ოფციით 22 კილოვატამდე შეიძლება გაზრდა.

Cayenne Coupé Electric-შიც გელოდებათ Cayenne SUV-ისთვის დამახასიათებელი პორშეს უნიკალური მართვადობა, მის ინტერიერში კი ულტრათანამედროვე, ციფრული და მძღოლზე ორიენტირებული მომსახურების კონცეფცია. სალონში ყურადღების ცენტრშია სენსორული ეკრანების დიდებული ლანდშაფტი – სრულად ციფრული ინსტრუმენტების პანელითა და ცენტრალური, ე.წ. Flow-დისპლეით.

Cayenne Electric-თან შედარებით, Cayenne Coupé Electric-ის სერიული კომპლექტაცია კიდევ უფრო მრავალფეროვანია – პანორამული ჭერით (პლუს Sunshine Control-ის ფუნქცია) და Sport Chrono პაკეტი. დამატებით ხელმისაწვდომია კუპესთვის სპეციფიკური მსუბუქი სპორტული პაკეტი, რომელიც ავტომობილის წონას დაახლოებით 17,6 კილოგრამით ამცირებს.

საქართველოში მომხმარებელს ახალი Cayenne Coupé Electric-ის შეძენა „პორშე ცენტრი თბილისში“შეუძლია – „პორშეს“ საქართველოში ოფიციალურად სწორედ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია წარმოადგენს. „პორშე ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს.