“საკუთარ, სამარცხვინოდ ქცეულ პარტიას მიხედოს” – ანა ბუჩუკური სააკაშვილის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტის შექმნის შესახებ

მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილის მიერ, ოპოზიციისთვის შეთავაზებულ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტის შექმნას, პოლიტიკოსები ეხმიანებიან. ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილისთვის, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ნებისმიერი სახით თანამშრომლობა მიუღებელია, მეორე ნაწილი კი ე.წ. სუპერ პაკის იდეასთან დაკავშირებით ინიციატივის დეტალებს ელოდება. ახალი ოპოზიციური გაერთიანების შესახებ წინადადებას არასერიოზულად აღიქვამენ მმართველ გუნდში.
სააკაშვილის ინიციატივა მიუღებელია პარტია “საქართველოსთვის” წევრის ანა ბუჩუკურისთვის. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენელი, რომელიც სააკაშვილის ინიციატივას მოიწონებს, თავის გადაწყვეტილებით “ქართულ ოცნებას” დაეხმარება.
“საკუთარ, სამარცხვინოდ ქცეულ პარტიას მიხედოს. ოპოზიცია, რომელიც ამ სპექტაკლში მიიღებს მონაწილეობას შეგნებულად ან სასარგებლო იდიოტის როლის შესრულებით, ხელს გაუწვდის და დაეხმარება “ოცნების” ხელისუფლებას”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
პარტია “გირჩის” წევრის, ჰერმან საბოს განცხადებით კი, დეტალების გავრცელებისა და დაზუსტების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას შეუერთდებიან, თუ არა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას.
“სადმე თუ დავინახავთ, რომ საქმეზე ლაპარაკის ან პოზიციის გამოთქმის საშუალებაა, ნებისმიერ თემაზე, არსად დაგვეზარება მისვლა და თქმა, იქნება ეს “ქართული ოცნების”, თუ “ნაციონალური მოძრაობის” პროცესი. სააკაშვილის განცხადებას თუ მოჰყვება რეალური ქმედითი ნაბიჯები, გვეცოდინება რა თემებზეა საუბარი, ვინ არის, რა არის, როგორ ხდება ამბავი, მაგის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ჰერმან საბომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება