“საკუთარმა ამომრჩეველმა რომ გაა@მევინა გაქცეულ გახარიას, ზურაბიშვილის ბრალიაო გახარიას კეკელამ…” – ჩერგოლეიშვილი

ფედერალისტების ერთ–ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, გახარიას პარტიის ლიდერის განცხადებას ეხმაურება და წერს:
საკუთარმა ამომრჩეველმა რომ გაა@მევინა გაქცეულ გახარიას, სალომე ზურაბიშვილის ბრალიაო გახარიას კეკელამ.
(160 ათასი ხმა ჰქონდა გახარიას და 50 ძლივს შერჩა)
გახარიას ახლი პატრონი – ხაზარაძე ყიდულობდა ხაბეიშვილისთვის და ბურჭულაძისთვის შეუზღუდავ ეთერს “მშვიდობიანი დამხობის” ტირაჟირებისთვის და ეს უთავმოყვარეო ბიდლო სალომეს უქნევს თითს.”
ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კეკენაძემ ბრიფინგზე განაცხადა:
“ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც საკუთარ თავს უწოდებს ლეგიტიმურ პრეზიდენტს და ადამიანებს არჩევნების დღეს მოუწოდებდა არ მისულიყვნენ არჩევნებზე, აქციაზე მისულიყვნენ და თავისი იქ დგომით შეუქმნა განცდა ადამიანებს, რომ 4 ოქტომბრის დამხობის პროვოკაცია მშვიდობიანი იქნებოდა. ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობა დადგება, ვინც არ გააფრთხილა საქართველოს მოქალაქეები იმ პროვოკაციაზე, რასაც ამზადებდა „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები. ჩვენ ამ დღეს არ ვეძახით შეცდომას, ეს იყო დანაშაული. „ახლების“ წარმომადგენელი პოლიტიკოსები, რომლებიც ახლა გამოდიან და ცდილობენ თავიდან აირიდონ პასუხისმგებლობა, სწორედ 35 ახალ მსხვერპლსა და ოჯახებს, რომლებიც ციხეში არიან, რას ეუბნებიან ამ ადამიანებს?! ის შედეგი, რაც დადგა 4 ოქტომბრის პროვოკაციის შედეგად, ეს შედეგები კიდევ უფრო მძიმე იქნება. სამწუხაროდ, ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის ბრალია, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო გაიმყარა საკუთარი პოზიციები. ამ ადამიანებმა, ყველამ ერთად მიიღეს ის, რომ პროტესტი განადგურებულია“

ასევე დაგაინტერესებთ

მარინე ბერიძე: როგორც გავიგე მათი ორგანიზაციის მიზნებიდან, ამ ძვირფას “თამადა” კაცებს არ აკმაყოფილებთ კულტურის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, მეცნიერებათა აკადემიის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის და მეტიც, ქართული ეკლესიის მუშაობა, რადგან…

“ჯერ სამარეში არ გაციებულა დედა-შვილი, თქვენი შვილები უნდა ამღეროთ და ტაშ-ფანდურა გამართოთ? გორის მერს კოტე ბუზალაძეს სინდისი რომ ჰქონდეს, უნდა გადამდგარიყო, სწორედ მისი უთავბოლობით მოხდა ეს უბედურება!…”