საკუთარი პროფესია უარყავი შე საცოდავო და ახლა ყურადღება რომ მიიქციო ყველანაირ ხერხს მიმართავ? – გიორგი გახარიას

საკუთარი პროფესია უარყავი შე საცოდავო და ახლა ყურადღება რომ მიიქციო ყველანაირ ხერხს მიმართავ? – გიორგი გახარიას
აბა, ვერავინ ახდენდა ჩემზე გავლენას, ჩემზე მაგარი არავინ იყოო და ახლა ხელის ბიჭი ვიყავიო ამბობ? საკუთარი პროფესია უარყავი შე საცოდავო და ახლა ყურადღება რომ მიიქციო, ყველანაირ ხერხს მიმართავ? – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თქმითაც, „მარიხუანას ექსპორტის თემა პერსონალურად ივანიშვილის სიგიჟე იყო“. მისივე თქმით, გახარიას საკუთარი პროფესია არ ახსოვდა, გაკეთებული საქმეების დეტალები არ ახსოვდა, რომელ ელჩებს ხვდებოდა არ ახსოვდა და ალბათ, მალე საკუთარ წარმომავლობასაც უარყოფს.
„”პავლიკა მოროზოვს”, რომ დაემსგავსა ეს საცოდავი… საკუთარი პროფესია არ ახსოვდა, გაკეთებული საქმეების დეტალები არ ახსოვდა, რომელ ელჩებს ხვდებოდა არ ახსოვდა და ალბათ, მალე საკუთარ წარმომავლობასაც უარყოფს… კულტივაციის სააგენტო, რომ დიდი ზარზეიმით “დაგვიანონსე”, ივანიშვილმა ჩაგიდო? აბა, ვერავინ ახდენდა ჩემზე გავლენას, ჩემზე მაგარი არავინ იყოო და ახლა, ხელის ბიჭი ვიყავიო, ამბობ? საკუთარი პროფესია უარყავი, შე საცოდავო და ახლა, ყურადღება რომ მიიქციო, ყველანაირ ხერხს მიმართავ? ამ თემას თუ ვერ აწევ და “პრაიმ ტაიმში” ვერ მოხვდები, მერე პორნოგრაფიას მიაწექი, მოთხოვნადი “კონტენტია” და იქნებ ეგრე მაინც მიიქციო ყურადღება…“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს