საკრებულოს წევრები სამუშაო შეხვედრას თემაზე „სექსუალური შევიწროების პრევენცია და მასზე რეაგირების მექანიზმები“ დაესწრნენ

თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, სასტუმრო „ბილტმორში“ სექსუალური შევიწროების პრევენციასა და მასზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები ესწრებოდნენ.
„სამუშაო შეხვედრა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, გახსნა. მან განაცხადა, რომ სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმებთან დაკავშირებით თბილისის საკრებულო და დედაქალაქის მერია ერთობლივ დოკუმენტს მიიღებს. მისი თქმით, სხვადასხვა უწყების შემდეგ თბილისის მუნიციპალიტეტშიც იქნება მიღებული აღნიშნული დოკუმენტი. გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები გასცემენ რეკომენდაციებს, რომ ყველა თვითმმართველ ორგანოში აღნიშნული დოკუმენტი მიღებული უნდა იყოს.
დღესვე თბილისი მერის მრჩეველმა გენდერულ საკითხებში ნინო ბურძენიძემ შეხვედრაზე სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმების დოკუმენტის მიღებისა და საჩივრის განხილვის მექანიზმთან დაკავშირებით ისაუბრა. იმედი გამოთქვა, რომ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ და საკრებულოშიც და მერიაშიც მიღებული იქნება აღნიშნული დოკუმენტი.
სამუშაო შეხვედრას გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსი ქეთევან შუბაშვილი უძღვებოდა, მან დეპუტატებს სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმებთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარუდგინა. როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში განთავსებულია სპეციალური ვიზუალური გამოსახულებები, რაც მიზნად ისახავს საზოგადოებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ