ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი შესაძლოა გაუქმდეს

შესაძლოა, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი გაუქმდეს. შესაბამისი ცვლილებების ინიციირებას „ქართული ოცნება“ მომავალ კვირას გეგმავს.
„საარჩევნო კოდექსის“ მოქმედი ნორმით, მაჟორიტარული წესით არჩეულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური ინიშნება. ცვლილებების მიხედვით, საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება.
„ქართული ოცნება“ განმარტავს, რომ აღნიშნული ინიციატივა საკრებულოებს უფლებამოსილებების დროული და ეფექტური განხორციელების შესაძლებლობას მისცემს და მათ შეუფერხებელ და ორგანიზებულ მუშაობას უზრუნველყოფს.
მათი ცნობით, არსებული რეგულაციიდან გამომდინარე, ხშირია შემთხვევები, როდესაც საჭირო ხდება საკრებულოს არჩევნების მეორე ტურის გამართვა, რაც თავის მხრივ, აფერხებს საკრებულოს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს, სწრაფად დაკომპლექტებასა და შესაბამისად, მის მყისიერ ეფექტურ ფუნქციონირებას.
„ცვლილებების შედეგად, მუნიციპალიტეტების საკრებულოების პირველი სხდომის მოწვევის შესაძლებლობა გაცილებით მოკლე ვადებში იქნება შესაძლებელი“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.