არქივი28 დეკემბერი, 2023, 10:22
საკრებულოს კომისიამ გმირთა მოედანთან ცათამბჯენების მშენებლობას მხარი დაუჭირა
თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ გმირთა მოედნის მიმდებარედ, აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმა დაამტკიცა. რაც იმას ნიშნავს, რომ კომისია მხარს უჭერს ამ ადგილზე 2 ცათამბჯენის მშენებლობას. საკითხს საკრებულოს სხდომაზე დღეს, 28 დეკემბერს, უყრიან კენჭს, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება.
პროექტის თანახმად, თბილისის ცენტრში 2 ცათამბჯენი აშენდება. 52 და 40-სართულიან შენობებში 1 000-1 000 საცხოვრებელი ბინა და კომერციული ფართი იქნება.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.