საკრებულოს თავმჯდომარემ პოლიციელი სცემა: “ხელჩართული ჩხუბი ე.წ. ქურდული სამყაროს ქების გამო დაიწყო” (ვიდეო)

“პირველებისთვის” მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელჩართული ჩხუბი და საგნების სროლა ოზურგეთის რესტორან “ილიკოში” ე.წ. ქურდული სამყაროს ქების გამო დაიწყო. 27 იანვარს ნინოობაზე რესტორანში ხალხი ნათლობის სუფრაზე შეიკრიბა.

წყაროს მიერ მოწოდებული ცნობებით ირკვევა, რომ სუფრაზე მყოფმა „ქართული ოცნებას” საკრებულოს თავმჯდომარის გარემოცვამ, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ქება დაიწყო.  რასაც ამას გვერდით სუფრაზე მსხდომი პოლიცილების პროტესტი მოყვა. რესტორნის შიდა სივრცეში დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება მალე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის გოგა ჯინჭარაძის ცემის ბრალდებით, ჩოხატაურის  საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე დავით შარაშიძე დააკავეს.

ირკვევა რომ შარაშიძე, პოლიციელს  ქართული ოცნების ორ სხვა წევრთან ერთად ურტყამდა, ნაცემს პოლიციელს ხელჩართული ჩხუბის დეტალებზე საუბარი არ უნდა თუმცა მისი მეუღლე, რომელიც ამავე სუფრაზე იმყოფებოდა, პირველებთან ყვება, როგორ გამეტებით სცემდა ოცნების საკრებულოს თავმჯდომარე პოლიციელს.

პოლიციელის სასტიკი ცემის საქმეზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე, დააკავეს,თუმცა კიდევ ორი წევრი გაიქცა და ახლა იმალება.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!