ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საკრებულოს თავმჯდომარედ ყოფილი „თავისუფალი დემოკრატი“ ზურაბ აბაშიძე დაინიშნა

საკრებულოს თავმჯდომარედ ყოფილი „თავისუფალი დემოკრატი“ ზურაბ აბაშიძე დაინიშნა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე დაინიშნა.
გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
„პირველ რიგში მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გამოცხადებული ნდობისთვის, მის საპატიო თავმჯდომარე ბატონ ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე,ს დედაქალაქის მერს, ბატონ კახა კალაძეს, ბატონ გიორგი ტყემალაძეს და თქვენ, რომ მომეცით საშუალება, ვიყო ეს არის ძალიან საპატიო თანამდებობა და ვეცდებით გავაგრძელოთ ის სამუშაოები, შრომა ჩვენი საყვარელი ქალაქისთვის და თითოეული მოქალაქისთვის, რომ ყველა პრობლემა ერთად გადავაჭრათ“, — განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ტყემალაძე თბილისის ვიცე-მერად გადავიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.