ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საკრებულოსთან “ოცნების” ჩინოვნიკების მდიდრული და თბილისელების ავარიული კორპუსების ფოტოები გამოფინეს

საკრებულოსთან “ოცნების” ჩინოვნიკების მდიდრული და თბილისელების ავარიული კორპუსების ფოტოები გამოფინეს

„მოდი არჩევნებზე” – კოალიცია “ძლიერი საქართველო” კამპანიას აგრძელებს. ამ სლოგანით პარტიის წევრებმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატთან, ირაკლი კუპრაძესთან ერთად მსვლელობაც გამართეს, თბილისის საკრებულოსთანაც მივიდნენ, სადაც დღეს ჩანიშნული საკრებულოს სხდომა მოულოდნელად გადაიდო.
“ლელოს” წევრებმა ადგილზე მიიტანეს “ოცნების” ჩინოვნიკების მდიდრული სახლების და თბილისელების ავარიული კორპუსების ფოტოები.
ჩვენ შემოვიარეთ კრწანისის და მთაწმინდის ცენტრალური უბნები. ჩვენი გავლა, კარდაკარი დავასრულეთ თბილისის საკრებულოსთან იმ ბანერებით, სადაც ჩანს თბილისში ჩინოვნიკების სახლები და ჩანს ის ათასობით ავარიული სახლი, რომელიც დღეს არის მიტოვებული მოქალაქეების სიცოცხლის რისკის ფასად. ათაიათასი სახლი დედაქალაქში მოიცავს ძალიან დიდ რისკებს და გვერდით თქვენ ხედავთ ფეშენებელურ სახლებს და სასახლეებს, რომლებიც აქვთ ჩინოვნიკებს 2000 ლარიანი ხელფასებით. ეს გამორიცხულია კორუფციის რისკის გარეშე”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.