ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურით დაინტერესებული მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა - ჯუანშერ ბურჭულაძე

წელს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს მოქალაქეთა დიდი რაოდენობა დაემატა, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.
მინისტრი შეეხო ჯარიდან სამხედრო მოსამსახურეების გადინების შესახებ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნა, რომ არათუ გადინება, არამედ სამხედრო საქმით დაინტერესების მაჩვენებელი დეკადების განმავლობაში არსებულ რეკორდულ მაჩვენებელზეც მაღალია.
„წელს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურით დაინტერესდა მოქალაქეთა დიდი რაოდენობა, სწორედ იმიტომ, რომ მათ იციან თუ როგორ ზრუნავს ჩვენი ხელისუფლება ჯარისკაცებზე, თუ როგორი სოციალური პირობები აქვს შექმნილი თავდაცვის უწყებას სამხედრო მოსამსახურეებისთვის. ასეთი შედეგი, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში, თავდაცვის სამინისტროს არ ჰქონია. ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ ოთხი წლის წინ, როდესაც თავდაცვის მინისტრი პრემიერი - ირაკლი ღარიბაშვილი იყო. ეს, რა თქმა უნდა, გრძელდება და, სწორედ, ამის შედეგია საკონტრაქტო სამხედრო სამსახურით მოქალაქეთა მხრიდან მაღალი დაინტერესება“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.