საკონსულტაციო კომპანია EDDWISE-მა საერთაშორისო სანქციების რისკის მართვისადმი მიძღვნილი ღონისძიება – ტრენინგი გამართა

20-21 ნოემბერს საკონსულტაციო კომპანია EDDWISE-მა საერთაშორისო სანქციების რისკების მართვისადმი მიძღვნილი ტრენინგი გამართა, რომელიც საერთაშორისო სანქციებთან მაქსიმალური შესაბამისობის მისაღწევად ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებდა.
ორდღიანი ტრენინგების მთავარი მომხსენებლები მაღალი რანგის უცხოელი სპიკერები იყვნენ, მათ შორის Pop & Co UK დირექტორი დევიდ ჩარლტონი, Ferrari & Associates-ის წარმომადგენელი ჟან-პოლ დუვივიე, ფრანჩესკო ჯიუმელი – გრონინგენის უნივერსიტეტის პროფესორი და ნოემი კლეინი – ექსპერტი ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში, ხოლო ღონისძიების მოდერატორი ჟენევის ინსტიტუტის პროფესორი თომას ბიერსტეკერი იყო. ტრენინგის განმავლობაში მოწვეულმა სფიქერებმა დეტალურად ისაუბრეს სანქციების რისკის მართვის შესახებ, მათ შორის არსებული სანქციების რეჟიმების შესახებ, განიხილეს სანქციებისაგან თავის არიდების ტიპოლოგიები და სქემები, ისაუბრეს სანქციებთან შესაბამისობს მნიშვნელობის შესახებ.
როგორც საკონსულტაციო კომპანია EDDWISE-ში აცხადებენ, მათი მიზანი საფინანსო სექტორის მხარდაჭერაა, სწორედ ამიტომ საკონსულტაციო მომსახურებას ფინანსური დანაშაულების ბრძოლის მიმართულებით აქტიურად გასწევენ.
„საკონსულტაციო კომპანია იდდვაიზის მიზანია მხარდაჭერა გამოუცხადოს როგორც საბანკო, ასევე არა-საბანკო საფინანსო სექტორს რათა მათ მარტივად მოახდინონ ნავიგაცია არსებულ ცვალებად გარემოში. კომპანია იდდვაიზი საკონსულტაციო მომსახურებას გასწევს ფინანსური დანაშაულების ბრძოლის მიმართულებით, აღნიშნული გულისხმობს როგორც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ (AML/CFT), სანქციებთან დაკავშირებული პროცედურებისა და პროცესების გეპ ანალიზს, ასევე აღნიშნული პროცესის გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო ტექნოლოგიების დანერგვაში მხარდაჭერას, სასწავლო კურსების ორგანიზებასა და სხვა მომსახურებებს.
სანქციების რისკის მართვის ტრენინგიც სწორედ კომპანიის მიზანს ეხმიანება – განხორციელდეს ცოდნის დონის ზრდა საერთაშორისო სანქციებთან მიმართებაში, რაც გულისხმობს როგორც -ს ხაზინის დეპარტამენტის OFAC-ის მიერ დაწესებულ საქნციების, ასევე გაეროს, ევროკავშირისა თუ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, ასევე პრაქტიკული მაგალითების განხილვასა და აღნიშნული სანქციების რეჟიმებთან დაკავშირებული რისკის ეფექტურად მართვას. სანქციების საკითხი ყოველთვის წარმოადგენდა აქტუალურ თემას, თუმცა არსებულმა ცვალებადმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა გარემომ აღნიშნულ საკითხს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შესძინა, შესაბამისად საკონსულტაციო კომპანია იდდვაიზმა საჭიროდ ჩათვალა გამოხმაურებოდა ამ მეტად აქტუალურ საკითხს. ორ დღიან საკმაოდ დეტალურ ტრენინგს სანქციების რისკის მართვის შესახებ უძღვებოდნენ მოწვეული ექსპერტები, რომელთაც აქვთ ამ მხრივ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, მათ შორის OFAC-ში, გაეროსა თუ უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებში. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ინიციატივებს მომავალშიც განახორციელებს იდდვაიზი, კომპანია გეგმავს წელიწადში მინიმუმ ორი ტრენინგის ჩატარებას, რომელიც შეეხება ფინანსურ დანაშაულებთან ბრძოლის საკითხებს.
აქვე, კომპანიის სახელით მადლობა გვინდა გადავუხადოთ FSVC-ს, რომლის აქტური მხარდაჭერის გარეშეც ტრენინგის ორგანიზება ნამდვილად გართულდებოდა. ასევე, მადლობას ვუხდით მოწვეულ ექსპერტ სფიქერებსა და სტუმრებს. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუახდოთ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ქ-ნ ნათია თურნავას ტრენინგზე დასწრებისათვის, მისი მხრიდან მსგავსი ინიციატივის მხარდაჭერა და ხაზგასმა, რომ საქრთველოს საფინანსო სექტორი არასდროს იქცევა სანქციების არიდების პლატფორმად მნიშვნელოვანია, როგორც საფინანსო სექტორისათვის, ასევე ზოგადად ქვეყნისათვის“, – აცხადებენ კომპანიაში.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკი ყველა რესურსს იყენებს საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების შესასრულებლად. მისივე განცხადებით, საქართველოს საფინანსო სექტორი არასდროს იქცევა სანქციებისგან თავის არიდების პლატფორმად.
„სებ-ი მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან, OFAC-თან და სხვა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციასთან, რათა მათგან მიიღოს კონკრეტულ საკითხებზე რჩევები და სანქციებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ კონსულტაცია. სფეროს მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, გამოცდილების გაზიარება სანქციების აღსრულების და რისკების მართვის კუთხით მნიშვნელოვანია და მჯერა, დღევანდელი ღონისძიება განსაკუთრებულ როლს ითამაშებს გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
აღსანიშნავია, რომ საკონსულტაციო კომპანია EDDWISE მომავალშიც გეგმავს მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას, რომელიც ფინანსურ დანაშაულებთან ბრძოლის საკითხებს შეეხება.

ასევე დაგაინტერესებთ