არქივი1 სექტემბერი, 2024, 12:54
საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელი სხდომა დასრულდა

საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელი სხდომა დასრულდა. მხარეებმა სხდომის ბოლო დღეს პლენუმს შემაჯამებელი სიტყვით მიმართეს.
ოპოზიცია ისევ ცდილობს მტკიცებას, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ ევროპულ ღირებულებებთან შეუსაბამობაშია, თუმცა არგუმენტების გარეშე.
პარლამენტის წარმომადგენლებმა, კი დეტალურად განმარტეს, რომ კანონის ერთადერთი მიზანია არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობა.
გარდა ამისა, მათ დასკვნით სიტყვაში დეტალურად ისაუბრეს რუსეთში მოქმედ კანონსა და ქართულ კანონმდებლობას შორის არსებულ განსხვავებებზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.