არქივი1 სექტემბერი, 2024, 00:27
საკონსტიტუციო სასამართლოში რუსულ კანონზე 3-დღიანი განხილვა დასრულდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის შესახებ 3-დღიანი განხილვა დასრულდა და მოსამართლეები გადაწყვეტილების შესახებ გავიდნენ.
დიდი ალბათობით, გადაწყვეტილებას იმის შესახებ - მიიღებს თუ არა სასამართლო წარმოებაში რუსული კანონის საწინააღმდეგო სარჩელებს და შესაბამისად, დაიწყება თუ არა განხილვები, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სულ 4 სარჩელი იყო შეტანილი, რომელთა განხილვაც 29 აგვისტოს დაიწყო.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.