არქივი6 აგვისტო, 2024, 15:53
საკონსტიტუციო სასამართლოს USAID-მა დაფინანსება შეუწყვიტა
რუსული კანონის კიდევ ერთი მძიმე შედეგი - საკონსტიტუციო სასამართლოს USAID-მა დაფინანსება შეუწყვიტა. საზაფხულო სამართლის სკოლის პროექტი, სადაც მოსმართლეების და იურისტების გადამზადება ხდებოდა, შეჩერებულია. არადა, ამ პროექტს საქართველოში შტატები 15 წლის განმავლობაში აფინანსებდა.
„პირველებს" ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოში ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაუდასტურეს, თუმცა დამატებითი განმარტებების გაკეთება არ ისურვეს.
„ამ ეტაპზე თავს შევიკავებ კომენტარისგან," - უთხრეს "პირველებს" საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში.
tvpirveli.ge
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.