ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საკონსტიტუციო სასამართლოსთან სტუდენტებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების საპროტესტო აქცია დასრულდა

საკონსტიტუციო სასამართლოსთან სტუდენტებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების საპროტესტო აქცია დასრულდა

“გააუქმე” - ამ შეძახილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან სტუდენტებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების საპროტესტო აქცია დასრულდა.
აქციის მონაწილეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართეს და ისტორიული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდეს. ამასთან, აღნიშნეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ქვეყნის ევროპული მომავლის ბედს წყვეტენ.
“ეს ქვეყანა ჩვენია, ცალ მხარეს დგას ევროპა და ამერიკა, სადაც ადამიანის უფლებები არის დაცული, მეორე მხარეს არის რუსეთი. ბიძინა ივანიშვილს სურს უკან საბჭოთა კავშირში დაგვაბრუნოს, დაგვაბრუნოს რუსეთში, სადაც იდენტობას და რელიგიას გვართმევენ.
დღეს გამართული სახელმწიფო გვაქვს, რომელსაც ღირსეული მმართველი სჭირდება, რათა ერთმა ადამიანმა არ მიითვისოს საკონსტიტუციო სასამართლო და სხვა ინსტიტუტები. “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები წააგო და ჩვენ ამ მოგებას აუცილებლად გავიფორმებთ, „ოცნების“ არჩევნებში გამარჯვებას მხოლოდ პუტინი აღიარებს. აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციამ ნათლად განაცხადა, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს.
ამ არჩევნებში ფარულობა დაირღვა და ამიტომ მივმართავთ ბატონ მერაბ ტურავას და სხვა მოსამართლეებს, გააუქმეთ ეს არჩევნები, ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეთ!”- აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.