საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
შეკრებილების მთავარი მოთხოვნაა: დროულად გათავისუფლდნენ სხვადასხვა აქციის დროს დაკავებულები, ასევე, ხელახლა დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები.
შეკრებილებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებაში "არალეგიტიმური მთავრობაა, რომელმა არჩევნების გაყალბების გზით, ძალაუფლება მიითვისა".
აქციის მონაწილეები ასევე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად სულხან თამაზაშვილის დასახელების საკითხსაც ეხმაურებიან. მათი თქმით, რეგიონს "სანქცირებული პოლიციელი არ უნდა
მართავდეს". მათივე თქმით, ბუნდოვანია თორნიკე რიჟვაძის თანამდებობიდან მოულოდნელად წასვლის საკითხიც.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.