არქივი20 ნოემბერი, 2024, 16:09
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო – ინფორმაცია ამის შესახებ, რამდენიმე წუთის წინ საკონსტიტუციოს ვებგვერდზე აიტვირთა.
საქართველოს პრეზიდენტი გაყალბებული არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს. მთავარი მიზანი ახალი არჩევნების დანიშვნაა. სალომე ზურაბიშვილი ამტკიცებს, რომ 26 ოქტომბერს დაირღვა არჩევნების ფარულობის და საყოველთაობის ფუნდამენტური პრინციპი, რომლის დარღვევაც, წესით, ახალი არჩევნების საფუძველია.
სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელს ეკა ბესელია წარადგენს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.