ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საკონსტიტუციოში „აგენტების კანონის“ განხილვა, სავარაუდოდ, 29 აგვისტოს დაიწყება

საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონზე“ შესული სარჩელების განხილვა თვის ბოლოს, 29 აგვისტოს, დაიწყება. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მიაწოდა წყარომ საკონსტიტუციო სასამართლოდან. სასამართლოს პრესსამსახურში ჯერ კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ.
სასამართლოში „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით ოთხი სარჩელია შესული. კანონი გაასაჩივრეს პრეზიდენტმა, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა და ასევე პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.
კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტეს ევროკავშირმა და აშშ-მ. აშშ-მ განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლებაც. საქართველოს პარტნიორები აცხადებენ, რომ „აგენტების კანონი“ ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.