ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროში

საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროში

საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა, ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას უწყება თავად ავრცელებს:
თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე;
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კიკნაძე;
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ვაჟა სირაძე;
ლევან მაისურაძე დაინიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ლაშა გოგნიაშვილი
თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ლევან კვიციანი;
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად გურამ ნაცვლიშვილი დაინიშნა
რამაზ თათარაშვილი დაინიშნა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
ზაზა ცხაკაია დაინიშნა გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა კახაბერ მურადაშვილი;

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.