საინტერესოა, მოასწარით თუ არა ანწუხელიძის მკვლელისთვის ბოდიშის მოხდა, როგორც ამას თქვენი ბელადი გავალებდათ – რეზო კიკნაძე მოსამართლეს

საინტერესოა, მოასწარით თუ არა ანწუხელიძის მკვლელისთვის ბოდიშის მოხდა, როგორც ამას თქვენი ბელადი გავალებდათ – რეზო კიკნაძე მოსამართლეს
საინტერესოა, მოასწარით თუ არა ანწუხელიძის მკვლელისთვის ბოდიშის მოხდა, როგორც ამას თქვენი ბელადი გავალებდათ – ასე მიმართა სინდისის პატიმარმა, რეზო კიკნაძემ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს და პირდაპირ უთხრა, რომ “სწორედ ეს არის მოღალატის ბოლო და მშვიდად არ უნდა ეძინოს”.
და კიდევ ერთ რამეს დავამატებ, სამი დღის წინ გიორგი ანწუხელიძის მკვლელი, სეპარატისტი ოსი მოკლეს. ის სეპარატისტი ოსი, რომელთანაც ბოდიშის მოხდას თქვენი ბელადი გავალებდათ და უნდა იცოდეთ, რომ ყველა მოღალატის ბოლო არის ეს და თქვენც მშვიდად ნუ დაიძინებთ. საინტერესოა, მოასწარით თუ არა ბოდიშის მოხდა ამ სეპარატისტი ოსისთვის. გთხოვთ ახლა დამატოვებინოთ დარბაზი, რადგან ამ ცირკში მონაწილეობა არ მინდა”, – უთხრა რეჟიმის ტყვემ მოსამართლეს.
ასევე სხდომაზე კიკნაძემ მოსამართლეს “მონა” ეძახა, ეს მას შემდეგ, რაც ირაკლი შვანგრიაძემ პატიმრების ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის დარბაზის კარი არ გახსნა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს