არქივი4 იანვარი, 2026, 12:37
საიდან ყიდულობს საქართველო ზეითუნის ზეთს

2025 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 3 478.3 ათასი დოლარის ღირებულების 534.4 ტონა ზეითუნის ზეთისა და მისი ფრაქციების იმპორტი განხორციელდა. ეს მაჩვენებელი კი 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან 33%-იანი ზრდაა, რადგანაც გასული წლის 11 თვეში ქვეყანამ 401.3 ტონა ზეითუნის ზეთი და მისი ფრაქციები იყიდა.
საქართველოში ზეითუნის ზეთის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა იტალიაა.
TOP 5 ბაზარი, საიდანაც საქართველო ზეითუნის ზეთის იმპორტს ახდენს:
· იტალია - 216.5 ტონა;
· თურქეთი - 154.1 ტონა;
· ესპანეთი - 76.6 ტონა;
· აზერბაიჯანი - 48.2 ტონა;
· საბერძნეთი - 30.0 ტონა;
businessinsider.ge
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.