ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საიდან გაიტაცეს რუსმა ჯარისკაცებმა რეალურად მწყემსი? – თვითმხილველები და სუსი

სოფელ ახალუბანთან რუსების მიერ გატაცებული პირი, 65 წლის ივანე გერკეულია. რუსებმა გერკეული იმ დროს აიყვანეს, როდესაც სოფლის ტერიტორიაზე საქონელს მწყემსავდა. როგორც თვითმხილველი ამბობს ის ფორმიანებმა, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან უკანონოდ გაიტაცეს.
“ძროხა ახალი გამოგდებული იყო, ცოტა პური ვჭამოთო და გამოსაგდებად როდესაც მივიდნენ იქვე, ჯაგებში იყვნენ დამალულები და რომ მივიხედე უკან უკვე მიჰყავდათ.. ერთი დავინახე…დიდი ჯაგი იყო იმას იყვნენ მოფარებული” – ამბობს თვითმხილველი
გერგეული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, გერკეული ოკუპირებულ ტერიტორიაზე დააკავეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.