საია – 19 ნოემბრიდან 31 იანვრის ცხელ ხაზზე 626 პირის შესახებ შევიდა შეტყობინება, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, მათ შორის 438 ადამიანი დააკავეს

არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატებმა, 19 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, 525-ზე მეტ პირს გაუწიეს სამართლებრივი დახმარება, 275 ადამიანი მოინახულეს დროებითი მოთავსების იზოლატორში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქსელის ცხელ ხაზზე 626 პირის შესახებ შევიდა შეტყობინება, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, მათ შორის 438 ადამიანი დააკავეს.
„არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელი აგრძელებს საპროტესტო აქციებზე დაკავებული, დაზარალებული და დაჯარიმებული პირების უფლებების დაცვას.
19 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქსელის ცხელ ხაზზე 626 პირის შესახებ შევიდა შეტყობინება, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, მათ შორის 438 ადამიანი დააკავეს.
ქსელის ადვოკატებმა 525-ზე მეტ პირს გაუწიეს სამართლებრივი დახმარება, 275 ადამიანი მოინახულეს დროებითი მოთავსების იზოლატორში და სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ