საია: წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობა დანაშაულად ვერ შეფასდება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის დანაშაულად ვერ შეფასდება.
საია აღნიშნავს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის სანქცია გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ისე სისხლის სამართლის კოდექსში.
„აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ერთი და იგივე ქმედება შეიძლება შეფასდეს როგორც სამართალდარღვევად, ისე დანაშაულად. იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებელი არ განსაზღვრავს, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებში იდენტური ჩანაწერების არსებობის შემთხვევაში რომელს ენიჭება უპირატესობა, მნიშვნელოვანია საკითხის შეფასება მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნეს ის ნორმა, რომელიც ნაკლებად ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას“, — აცხადებს საია.
საია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმურობასაც.
„ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი პრობლემის სათავე, ასევე, კომისიის ლეგიტიმურობა და კანონიერი მოთხოვნის არარსებობაა. მაგრამ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჩავთვლით, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, მაინც მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ საჯარო ინტერესზე, რა დროსაც პროკურორმა უნდა გასაზღვროს რამდენად პრიორიტეტულია სახელმწიფოსათვის კონკრეტული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დევნა. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პროკურატურა თვეებია უგულებელყოფს რეალურ საჯარო ინტერესს და არ არ იწყებს სისხლის სამართლებრივ დევნას იმ პირთა მიმართ რომლებიც მონაწილეობდნენ წამების ორგანიზებულ დანაშაულებში“, — აცხადებს საია.
საია მიიჩნევს, რომ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო არ არის საქართველოს კანონმდებლობასთან თავსებადი.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…

ირმა ინაშვილი – თუ „პატრიოტთა ალიანსის“ და ღარიბაშვილის პოლიტიკური ერთობა შედგება, ეს სერიოზულ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე – ლილუაშვილს არ მოვიაზრებ იმიტომ, რომ პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა