საია – წალკისა და თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიების სააპელაციო საჩივარში მითითებულია მოსამართლის მეუღლის პირადი მოსაზრებები, რაც აპელანტების აზრით, შესაძლოა გადაწყვეტილების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებდეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წალკისა და თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიების სააპელაციო საჩივარს ავრცელებს.
საიას თანახმად, აპელანტები გადაწყვეტილების გაუქმებასთან ერთად ითხოვენ საოლქო საარჩევნო კომისიებიდან გამოთხოვილი ბიულეტენებისა და სხვა მტკიცებულებების საქმიდან ამოღებას, რომლებიც სასამართლომ საქმის განხილვისას გამოიკვლია.
„განსაკუთრებულ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საჩივარში სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია მოსამართლის მეუღლის პირადი მოსაზრებები საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირებით, რაც აპელანტების აზრით, შესაძლოა გადაწყვეტილების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებდეს”, – ნათქვამია საიას განცხადებაში.
საია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას თან ურთავს სააპელაციო საჩივარს, რომლის ნახვაც შესაძლებელია ბმულზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო