ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საია-ს თავმჯდომარე - პრეზიდენტს სასამართლოს სისტემაში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ შევხვდით და გავუზიარეთ ჩვენი ხედვა - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, 9 დათქმა შესრულდეს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, პრეზიდენტთან საუბრის მთავარი თემა სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემები იყო.
როგორც მან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, პრეზიდენტს გაუზიარეს საკუთარი ხედვა, როგორ ხედავენ პრობლემის შესრულებას.
„დღეს ჩვენ პრეზიდენტს შევხვდით სასამართლოს სისტემაში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ და გავუზიარეთ ჩვენი ხედვა, როგორ წარმოგვიდგენია რეკომენდაციების შესრულება. როგორც იცით, 9 დათქმიდან ერთ-ერი სასამართლო რეფორმას ეხება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ პროცესში პრეზიდენტის როლი. გავუზიარეთ ხედვა, თუ როგორ წარმოვიდგენთ ამ პროცესში პრეზიდენტის ჩართულობას. ასევე პრეზიდენტის მხრიდან მივიღეთ ინფორმაცია, პრეზიდენტი დამატებით რას გეგმავს და როგორია მისი ხედვა 9 პუნქტთან, სამუშაო პროცესის ფორმირებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს 9 დათქმა შესრულდეს. ყოველთვის მხარს ვუჭერთ იმას, რომ საქართველომ სწრაფად გიაროს ეს პროცესი. ყველანაირად ვცდილობთ, ხელი შევუყოთ საქართველოს იმაში, რომ მან 9 დათქმა შეასრულოს. ამისთვის ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ“,- განაცხადა ქურდოვანიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.