საია – პროტესტის მონაწილეების მიმართ სასამართლო პროცესების გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ საქმეები მიზანმიმართულად არ სრულდება, რათა პრეზიდენტმა უფლებამოსილების ვადაში შეწყალება ვერ მოასწროს

„რუსული კანონის“ საპროტესტო აქციების მონაწილე პირების სისხლის სამართლის საქმეების განხილვას სასამართლო აჭიანურებს. ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლო კვლავ განიხილავს აპრილი-მაისის “რუსული კანონის” საპროტესტო აქციებზე დაკავებული 6 აქტივისტის საქმეებს. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულები დიდი ხანია პატიმრობაში იმყოფებიან, საქმეების განხილვა მუდმივად ჭიანურდება.
„პროტესტის მონაწილეების მიმართ სასამართლო პროცესების გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ საქმეები მიზანმიმართულად არ სრულდება, რათა პრეზიდენტმა მისი უფლებამოსილების ვადაში შეწყალება ვერ მოასწროს.
ამგვარი მიდგომა სამართლიანი მართლმსაჯულებისა და პატიმართა უფლებების დარღვევას წარმოადგენს.
მოვუწოდებთ სასამართლოს იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა არ გააჭიანუროს სისხლის სამართლის საქმეთა განხილვა.
ასევე საია მოითხოვს, სამართალდამცავთა მხრიდან აქციების დარბევისას ძალადობის ფაქტების ობიექტურ გამოძიებას და შესაბამისი პირების პასუხიგებაში მიცემას”, – წერია განცხადებაში.
საია-ს სრული განცხადების ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)