არქივი4 თებერვალი 2025, 22:22
საია - მზია ამაღლობელი საჭირო კვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი კვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს.
„უკანონო პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი საჭირო კვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს დატოვებენ მას კლინიკაში.“, - ნათქვამია საიას ინფორმაციაში.
"ინტერპრესნიუსი" დამატებით დეტალებს არკვევს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.