ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საია: დიპლომატიური სამსახურის გავლის წესებში ცვლილებები მოხელეების რეპრესიების გაგრძელებაა

საია: დიპლომატიური სამსახურის გავლის წესებში ცვლილებები მოხელეების რეპრესიების გაგრძელებაა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში შეტანილ ცვლილებებს გამოეხმაურა და კრიტიკულად შეაფასა.
"ცვლილებების მიხედვით, ბრძანებამ, როგორც ქვემდგომმა აქტმა, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი იერარქიის საწინააღმდეგოდ გააუარესა ზემდგომი აქტით, ანუ, დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონით დადგენილი სამართლებრივი მოცემულობა. ამასთან, შინაარსობრივად ცვლილებები იწვევს დიპლომატიური სამსახურის სრულად პარტიულ ინტერესს დაქვემდებარებას", - განაცხადა საია-მ.
საია-ს განცხადებით, ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, 2025 წლის 27 იანვრის №01-74 ბრძანებით ცვლილებები შეიტანა დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში, რაც უკანონობაა და გააუარესა დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირების უფლებრივი მდგომარეობა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.