არქივი26 ოქტომბერი, 2024, 17:51
საია აცხადებს, რომ მარნეულის მე-4 უბანზე მათ დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს სცემეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მარნეულის მე-4 უბანზე მათ დამკვირვებელს სცემეს.
„საიას თანამშრომელს/დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს მარნეულის #4 უბანზე კომისიის წევრი და უბნის გარეთ უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. უბანზე არსებული დარღვევების დაფიქსირებისას გიორგი გოცირიძეზე ფიზიკურ ძალადობას წინ უსწრებდა მუქარა. მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ მოახდინოს მომხდარ ფაქტზე რეაგირება“, – აცხადებს ორგანიზაცია.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.