საია: ამ დროისთვის, დემონსტრანტებისთვის დაკისრებული ჯარიმები 60 000 ლარს აჭარბებს

საია: ამ დროისთვის, დემონსტრანტებისთვის დაკისრებული ჯარიმები 60 000 ლარს აჭარბებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ქართული ოცნება რეპრესიული კანონებითა და სასამართლოს მეშვეობით ცდილობს, პროტესტი ჩაახშოს და წერს, რომ ამ დროისთვის, დემონსტრანტებისთვის დაკისრებული ჯარიმების საერთო რაოდენობა 60 000 ლარს აჭარბებს.
ამასთან, საია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის გაოთხმაგება და ჯარიმების ზრდა მკაფიოდ აჩვენებს, რომ ცვლილებების მიზანი მოქალაქეების დასჯა და დაშინებაა.
,,2023 წლიდან დღემდე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წესით დაკავება ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა.
2025 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოება 1 600-ზე მეტ პირს შეეხო”, – წერს საია.
ასევე, საია განცხადებაში წერს, რომ დეკემბერსა და თებერვალში კანონმდებლობაში დაჩქარებულ ვადებში შეტანილი ცვლილებების შედეგად:
– გაოთხმაგდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა – 15 დღიდან 60 დღემდე.
– გაიზარდა ჯარიმების რაოდენობა, რიგ შემთხვევაში გაათმაგდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს