სათქმელი აღარაფერი დარჩა, “ოცნების” ხელისუფლება საქართველოს დეკლარირებულ და კონსტიტუციით დადგენილ ინტერესებს ღალატობს –

ვენეციის კომისიის დასკვნა, სამწუხაროდ, შეუძლებელს ხდის მოლაპარაკებები გავხსნათ ევროკავშირთან – ეს არის “ოცნების” “რუსული პოლიტიკის” შედეგი, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საფუძველს აძლევს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე მუშაობა დაიწყონ.
„ვენეციის კომისიის დასკვნა, სამწუხაროდ, შეუძლებელს ხდის მოლაპარაკებები გავხსნათ ევროკავშირთან საქართველოს გაწევრიანებაზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კი, საფუძველს აძლევს დაიწყონ მუშაობა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე.
ეს არის “ოცნების” “რუსული პოლიტიკის” შედეგი. ეს არის პირდაპირი გზავნილი!
“რუსული კანონი” არღვევს საქართველოს მიერ ევროკონვენციით აღებულ ვალდებულებებს.
ამის შემდეგ სათქმელი აღარაფერი დარჩა, “ოცნების” ხელისუფლება საქართველოს დეკლარირებულ და კონსტიტუციით დადგენილ ინტერესებს ღალატობს!
გააჩერეთ ეს კანონი!“, – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”