ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - დღეს ის საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - დღეს ის საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი მიმდინარეობს.
ამ წუთებში მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, ლევან მახარაშვილი დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც, გიორგი ბაჩიაშვილი საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა იქამდე დატოვა, ვიდრე მას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდნენ.
პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.
რაც შეეხება ქარუმიძეს, მას ბრალდება სსკ-ის 25, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.