ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - საქართველოში სერტიფიცირებული მეზღვაურები შეძლებენ, თურქეთის სანაპირო ნაოსნობაში ჩართულ გემებზე დასაქმდნენ და პირიქით

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური ასამბლეის 33-ე რეგულარული სესიის ფარგლებში, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოეწერა ხელი.
ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მემორანდუმის თანახმად, მხარეებმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს. კერძოდ, საქართველოში სერტიფიცირებული მეზღვაურები შეძლებენ, თურქეთის სანაპირო ნაოსნობაში ჩართულ გემებზე დასაქმდნენ და პირიქით.
„ხელმოწერამდე გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან ორ ქვეყანას შორის საზღვაო სექტორში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. მათ შორის, გამოითქვა მზადყოფნა, გაღრმავდეს თანამშრომლობა როგორც მეზღვაურების განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების, ისე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის კუთხით. ასევე საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთს შორის საბორნე მიმოსვლის დანიშვნას.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა თურქეთის დელეგაციის წევრები საქართველოში მოიწვია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.