ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საზონოვი შეცვლაზე მე-14 წუთზე შევიდა და პენალტი "აიკიდა" - "რომამ" დიბალას ჰეთ-თრიკით გაიმარჯვა [VIDEO]

სერია A-ს 25-ე ტურში „ტორინო“ გასვლაზე „რომასთან“ 2:3 დამარცხდა.
პაულო დიბალამ ჰეთ-თრიკი შეასრულა - „რომაში“ პირველად. არგენტინელმა მიმდინარე ტურნირზე 18 მატჩში 11 გოლი (6 პენალტით) გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ჩემპიონატზე მის ანგარიშზე 121 გოლია.
რომაულმა გუნდმა მოურინიოს გადაყენების შემდეგ 6-დან 5 შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა (მხოლოდ ინტერთან წააგო) და 44 ქულით მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა.
სტუმართა გუნდის ცენტრალური მცველი საბა საზონოვი ტრავმირებული მატეო ლოვატოს ნაცვლად მე-14 წუთზე შევიდა შეცვლაზე, 44-ე წუთზე სერდარ აზმუნი საკუთარ საჯარიმოში წააქცია და დიბალამ თერთმეტმეტრიანით თავისი გუნდი
დააწინაურა. საზონოვის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: whoscored 6.1, sofascore 6.0, flashscore 5.7.
„ტორინომ“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 36 ქულით მეათე ადგილზეა და 2 მარტს „ფიორენტინას“ უმასპინძლებს.
რომა - ტორინო 3:2
გოლები: 1:0 დიბალა (42, პენ), 1:1 საპატა (44), 2:1 დიბალა (57), 3:1 დიბალა (69), 3:2 ჰეისენი (88, საკ. კარში)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.