პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მშენებლობა 28 აგვისტოს დასრულდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ვასილ მაღლაფერიძის ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მშენებლობა 28 აგვისტოს დასრულდება. აღნიშნული განცხადება ვასილ მაღლაფერიძემ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე მაუწყებლის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა
„ეს იქნება არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შენობა არა იმიტომ, რომ ტელევიზიის თანამშრომლებს პირობები გაუუმჯობესდებათ, არამედ ეს იქნება კინო-ტელეგადაღებებისთვის და ფილმებისთვის მნიშვნელოვანი ბაზა, რომლის ანალოგი საქართველოში არ არის“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მაისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.